top of page

ქართველთა ერთობა

ისტორია

ქართველთა ერთობა (ქართველ ნაციონალისტთა ერთობის შემოკლებული,
საარჩევნო სახელწოდება)
ქართველ ნაციონალისტთა ერთობა
ქართველ ნაციონალისტთა ერთობას საფუძვლად დაედო ქართული რენესანსის
კავშირისა და ქართველ ნაციონალისტთა ერთობის შემადგენლობით, ზვიად
გამსახურდიას ხელდასხმით შექმნილი გაერთიანება „იბერიულ-კავკასიური
მოძრაობა – ეროვნული ფრონტი”, რომელსაც მისასალმებელი მიმართვა მოსწერა
დევნილმა პრეზიდენტმა გროზნოდან.

1992 წლის ზაფხულიდან ქართველ ნაციონალისტთა ერთობა და ქართული
რენესანსის კავშირი გაერთიანდა და რეგისტრაცია გაიარა, მეორე რეგისტრაცია
1998 წლიდან. ქართველ ნაციონალისტთა ერთობის წევრები ყოველთვის
აქტიურობდნენ და აკრიტიკებდნენ ჯერ სევარდნაძის, მერე სააკაშვილის, შემდეგ
ივანიშვილის რეჟიმებს. არაერთმა მათგანმა განიცადა რეპრესია და სამივე
ხელისუფლება ცდილობდა ქართველ ნაციონალისტთა ერთობის მიჩქმალვას,
როგორც მედიაში, ისე პოლიტიკაში.
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონალისტთა ერთობის შემოკლებული,
საარჩევნო სახელწოდება გამოხატავს ჩვენი გუნდის მთავარ მიზანს, ქართველთა
ერთობის აუცილებლობას, ერთმანეთისადმი დაპირისპირებული პოლიტიკური
პოლუსების მიერ დათესილი სიძულვილის დასრულებას და საქართველოს
მოსახლეობისა და მსოფლიოში გაბნეული ქართველების ერთმანეთისადმი
სავალდებული სიყვარულის აუცილებლობას - გვიყვარდეს ერთმანეთი!მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ დაგვიტოვეს ისეთი იდეოლოგია და
პროგრამა, ისეთი სახელმწიფოს სამართლებრივი, პოლიტიკური,
გეოპოლიტიკური თუ სხვა საფუძვლები, რომელთაც სამართლიანობაში,
სიმართლეში, აუცილებლობაში თანდათან რწმუნდება მთელი კულტურული და
ცივილიზებული მსოფლიო, რაც მთავარია - ქართველი ხალხი, რომელიც
გადაღლილია და დატანჯულია 199-1992 წლების მიჯნაზე მომხდარი
სახელმწიფო გადატრიალებისა და მის შედეგად გაბატონებული მაფიოზური,
ანტიქართული, ანტისახალხო და სხვა ქვეყნების ინტერესების გამტარებელი
მთავრობებით, რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს 1992 წლიდან, რომელიც
შეწუხებულია პოლიტიკურ სივრცეში გაბატონებულო ორი პოლუსის,
დღევანდელი და წინა ხელისუფლების განაყოფი და მიმდევარი პარტიების მიერ
დათესილი სიძულვილით, პოლიტიკაში, მედიაში, საზოგადებრივ ცხოვრებასა
თუ სოციალურ ქსელებში, მაფიოზური ეკონომიკითა და სხვა ქვეყნებისთვის
სასარგებლო პოლიტიკით.

didi andros gakeTebuli - Copy - Copy (15) - Copy - Copy.webp
aba85e4c-5d50-49a5-9b2e-fc5027964bf5.webp

1991 წელს ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული მოძრაობის მიერ აღდგენილი,საქართველოს სახელმწიფოს პრინციპები, სამართლებრივი საფუძველი, ილიას,მერაბისა და ზვიადის ეროვნული იდეოლოგია დღესაც გვაქვს და ეს ყველაფერიყველა კითხვასა და გამოწვევაზე სცემს პასუხს, რომელიც დგას არა მხოლოდჩვენი ხალხის, სახელმწიფოს, არამედ – თანამედროვე ევროპულ-ამერიკულიტრადიციონალისტურ-კონსერვატიულ-დემოკრატიული ცივილიზაციისშემქმნელთა აკვნის, კავკასიის რეგიონის ხალხთა წინაშე და მეტიც, მსოფლიოსწინაშე, კაცობრიობის წინაშე.ქართველებს გვაქვს ყველანაირი სამართლებრივი, იდეოლოგიური,პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, სოციალური, კულტურული, იდეოლოგიურისაფუძვლები, რათა კვლავ ავღორძინდეთ, როგორც ეროვნული იდეოლოგიისმატარებელი ეროვნული მოძრაობა და ავაღორძინოთ ჩვენი სამშობლო, ჩვენიკავკასია და ჩვენი ევროპა. როგორც ათასწლეულების წინ კავკასიიდან ევროპაშიმიგრირებულმა ჩვენი მოდგმის წარმომადგენლებმა შეიტანეს მიწათმოქმედების,მეტალურგიის, ღვინის წარმოებისა და სოციალური მოწყობის კულტურა.მართალია, დღეს საქართველოში არ არსებობს ზვიად გამსახურდიასა და მერაბკოსტავას მსგავსი ლიდერი, მაგრამ ვცდილობთ, შეიქმნას გუნდი, ზვიადისა დამერაბის უმცროსი მეგობრებისგან, ზვიადისა და მერაბის იდეოლოგიაზეაღზრდილი ახალგაზრდებისგან, გუნდი, რომელიც გაუძღვება მოძრაობას და,ყოველი გამოწვევის წინ მდგარი, გაანალიზებს, როგორ მოიქცეოდნენ მერაბი დაზვიადი კონკრეტულ ვითარებაში, როგორი შეიძლება, იყოს ოპტიმალურიგადაწყვეტა და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.ჩვენ შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ეროვნულ მოძრაობას. ჩვენ შეგვიძლია,იძულებით დაქსაქსულები კი არ ვიყოთ სხვადასხვა პოლიტძალაში, რომელთაშორისაც არიან ჩვენი სახელმწიფოს ყოფილი მნგრეველები, რადიკალ-მემარცხენეები, ტრადიციების მოძულენი და სხვები, არამედ, ჩვენ შეგვიძლია,კვლავ გავიხსენოთ, რომ ვართ ძმები, ვართ თანამებრძოლები ერთმანეთისა და,რაც მთავარია – მერაბისა და ზვიადის, რომლებსაც დაგვიკავშირდნენ ილიას,მერაბისა და ზვიადის იდეებით აღზრდილი ახალგაზრდები.სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, უარი ვთქვათ ყველანაირ კლიშეზე, გავრისკოთ,წავიდეთ არჩევნებში და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს ვუთხრათ,რომ ჩვენი გუნდი არის ეროვნული მოძრაობის საარჩევნო ფრთა, რომელიც მარტოკი არ იქნება არჩევნებში, არამედ – მრჩეველთა ეროვნულ საბჭოსთან ერთად,გუნდი, რომელსაც უნდა, აჩვენოს სხვადასხვა მოძრაობაში იძულებითდაფანტულ ჩვენს მეგობრებს, რომ მშობლიური, ღვიძლი ეროვნული მოძრაობაშეიძლება აღორძინდეს, რომ აუცილებელია, ხელისუფლება დაუბრუნდესპატიოსან, სამშობლოზე შეყვარებულ ხალხს.2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ქართველ ნაციონალისტთა ერთობადაუკავშირდა ზვიად გამსახურდიას ერთგულ მოწაფეს და უმცროს მეგობარს,იბერიულ-კავკასიური მოძრაობის ერთ-ერთ დამაარსებელს და იდეოლოგს,ენათმეცნიერს და პოლიტოლოგს, მერაბ ჩუხუას და გადაწყდა, მძლავრისაარჩევნო მოძრაობის შექმნა, ნიჭიერი, პატიოსანი, არაპარტიული და სამშობლოსკეთილდღეობაზე მეოცნებე ადამიანების მიერ.აგვისტოს თვეში ქართველ ნაციონალისტთა ერთობამ რეგისტრაცია გაიარაცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ქართველ ნაციონალისტთა ერთობისშემოკლებული სახელწოდებით - ქართველთა ერთობა.2004 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქართველთა ერთობა არის საარჩევნოკლუბი, საარჩევნო კოალიცია, საარჩევნო მოძრაობა, საარჩევნო გაერთიანება,რომელმაც შემოიკრიბა უპარტიო, პატიოსანი, ეროვნული იდეოლოგიისმიმდევარი ადამიანები, რათა ქართველ ნაციონალისტთა ერთობის სტრუქტურითდა რეგისტრაციით, არჩევნების მეშვეობით, მოვიყვანოთ ისინი ხელისუფლებაშიდა რათა დამთავრდეს პარტიული ნიშნით ადამიანების გარჩევა და საერთოდ,პარტიული ელიტების ბატონობა ქვეყანაში.შეიქმნა, ამ დროისთვის, რაც მოესწრო, შესაძლებლად მისაღები გუნდისაპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის, რომელშიც არიან შემოკრებულირამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები (სოლიდარობა ერთიანისაქართველოსათვის (მერაბ ჩუხუა და მისი მეგობრები), მრგვალი მაგიდა -თავისუფალი კავკასია (ხელმძღვანელი ლადო გამსახურდია), ხმა ერისა - გზახსნისა (ხელმძღვანელი გიორგი კუხალეიშვილი), ერთობის ჯაჭვი(ხელმძღვანელი მამუკა ტოროშელიძე), უპარტიო საზოგადო მოღვაწეები,აქტივისტები, ქართველ ნაციონალისტთა ერთობის წევრებთან ერთად), დარომელი გუნდიც გახლავთ ეროვნული მოძრაობის საარჩევნო ფრთა, ეროვნულიმოძრაობის კულტურული და აკადემიური ტრადიციების გამგრძელებელი. რათქმა უნდა, ველით შევსებას მომავალი ადგილობრივი და სხვა არჩევნებისთვის,რისთვისაც ვეპატიჟებით ყველას.2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველთა ერთობა წარადგენსეროვნული პროგრამის უმნიშვნელოვანეს თეზისებს, რომელთაგან აღსანიშნავიასახელმწიფოს ეროვნული ორიენტაცია, მოსახლეობის კეთილდღეობისაუცილებლობა, ტერიტორიული მთლიანობის რეალური აღდგენა და არაკონფედერაცია, კავკასიაში საქართველოს ინტერესების გატარება, საქართველოსგავლენის გაფართოება, კავკასიელ ხალხთა თავისუფლება, განვითარება დამეგობრული რეგიონალური პოლიტიკა, დასავლეთის განვითარებულქვეყნებთან, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მოკავშირეობრივიურთიერთობის განახლება (რომელიც ბოლო ხანებში დააზიანა მოქმედმახელისუფლებამ და წინა ხელისუფლებამ, ქართველი ხალხისთვის მიუღებელიანტიეროვნული პოლიტიკით და იდეოლოგიით) და ამერიკასთან და ევროპისქვეყნებთან თანასწორუფლებიანი მოკავშირეობის განვითარება, ასევე,მეგობრული ურთიერთობის განვითარება ყველა ქვეყანასთან, რომელსაცტერიტორიული ან სხვა სახის პრეტენზია არ აქვს ჩვენს სამშობლოსთან.სხვა, მნიშვნელოვან ლოზუნგებთან და ეროვნულ პროგრამასთან ერთად,რომელიც ითვალისწინებს კავკასიაში და მსოფლიოში საქართველოს ღირსეულიადგილის დაკავებას, ქართველთა ერთობის ერთ-ერთი უმნიშვლელოვანესილოზუნგია - გვიყვარდეს ერთმანეთი!რადგან ქართველთა შორის სავალდებულო (მავასხელობითი) სიყვარულისგარეშე, რომლისკენაც მუდამ მოგვიწოდებდნენ ჩვენი წინაპრები და ჩვენიეკლესია, შეუძლებელია ქართველთა ერთობის აღდგენა, ხოლო ქართველთაერთობის, ქართველთა გაერთიანების გარეშე შეუძლებელია სახელმწიფოსაშენება და მომავალი თაობებისთვის ოპტიმალური პირობების შექმნაგანვითარებისა და ბედნიერებისათვის!

ქართველთა ერთობა

ქართველთა ერთობ (2).webp
didi andros gakeTebuli - Copy - Copy (15) - Copy - Copy.webp
gza.webp
441420118_122125192538261541_1567226983408550781_n.webp
kavkuuuu.webp

თბილისი

ირბახის ქუჩა ნ.14

ქუთაისი

რუსთავი

ზუგდიდი

მარნეული

რუსთაველის ქუჩა

ზვიად
გამსახურდიას ქუჩა ნ.18

26 მაისის ქუჩა ნ.48

წერეთლის ქუჩა ნ.41

ქობულეთი

გორი

ყვარელი

თამარ მეფის სანაპირო ნ .90

თბილისის ქუჩა
ნ.11

Georgian unity 1
 

ყველა უფლება დაცულია @2024. ქართველთა ერთობა

  • Facebook
  • TikTok
bottom of page