გუნდი
ქართველთა ერთობა _ 27 _ საქმიანი პატრიოტიზმი: დარგების პროფესიონალები და საქართველოს პატრიოტები _ და არა პოლიტიკოსები, რომლებსაც არაფერი ღირებული არ შეუქმნიათ; ჩვენი დარბაზი _ ეროვნული ხელისუფლების ის წევრები, რომლებიც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და ზოგადად ეროვნული საქმის ერთგულები დავრჩით; არ დავკავშირებივართ არც რუსებს, არც შევარდნაძეს, არც ნაცებსა და არც ქართულ ოცნებას; არ გავკარებივართ არც კორუფციულ სქემებს და არც არასერიოზულ მყვირალა აქციებს. ჩვენი მიზანი სერიოზული ქართული საქმის კეთებაა.
ხუთი ორგანიზაციის გაერთიანება

ქართველთა ერთობა
_edited.jpg)



სოლიდარობა ერთიანი საქართველოსთვის
ხმა ერისა
გზა ხსნისა
კავკასიის ლეგიონი
ერთობის ჯაჭვი

მერაბ ჩუხუა
მსოფლიოში აღიარებული კავკასიოლოგი, თსუ-ს პროფესორი და კავკასიოლოგიის ინსტ. ხელმძღვანელი; პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საგანგებო პოლიტიკური რწმუნებული; ღირსების, ბრწყინვალებისა და იმამ შამილის საერთაშორისო ოქროს მედლების კავალერი; საქართველოს სამეფო კლუბის საპატიო წევრი

გაიოზ (გია) მამალაძე
ისტორიკოს-პუბლიცისტი, “ქართველთა ერთობის” დამფუძნებელი; ერთა თანამეგობრობის, ბრიტანეთისა და ესპანეთის სამეფოების მეგობართა კლუბების სპიკერი; ზვიად გამსახურდიას მიერ ინიცირებული “იბერიულ-კავკასიური მოძრაობის” დამფუძნებელი, ეროვნულ ხელისუფლებაში
თბილისის საკრებულოს წევრი.

ლადო გამსახურდია
უკრაინაში მებრძოლი კავკასიური ლეგიონის მეთაური, საქართველოს ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი. ევროპოლის ანტიტერორისტული სექტორის უფროსი ოფიცერი; საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრანტი, ეკონომიკის ბაკალავრი.

ნატო გიორგაძე
ქართული ენისა და ლიტ. მასწავლებელი, ზვიად გამსახურდიას მიერ ინიცირებული “იბერიულ-კავკასიური მოძრაობის” დამფუძნებელი; ქართველ ნაციონალისტთა
ერთობის გამგეობის წევრი, გაერთიანებული სამეფოს მეგობართა კლუბის ერთერთი დამფუძნებელი.

გიორგი კუხალეიშვილი
საბანკო-სამევახშეო, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,ხმა ერისა გზა ხსნისა''-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე დაზვერვის ანალიტიკოსი. საერთაშორისო ჰუმანიტარული ასოციაციების წევრი, (Securs Populaire, Les Restaurants du Coeur) საფრანგეთი; თეატრისა და კინოს მსახიობი.

ზურაბ ვახანია
ფსიქოლოგიის პროფესორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი, მათემატიკის დოქტორი; უკრაინის სოციალური და პოლიტიკური ფსიქოლოგიის აკადემიური ინსტიტუტის საპატიო დოქტორი; 42 სახელმძღვანელოსა და სამეცნიერო მონოგრაფიის ავტორი; 8 დარგში სერტიფიცირებული მასწავლებელი; ეროვნულ მთავრობაში განათლების მინისტრის სამეცნიერო მრჩეველი.

დავით კლდიაშვილი
ცნობილი ჰერალდიკოსი, სამეფო კლუბის წევრი, ეროვნულ ხელისუფლებაში თბილისის საკრებულოს წევრი; ქართველ ნაციონალისტთა ერთობის გამგეობის წევრი, საქართველოს სამეფო კლუბის ერთერთი დამფუძნებელი და დამსახურებული წევრი, გაერთიანებული სამეფოს
მეგობართა, ერთა თანამეგობრობის მეგობართა, ესპანეთის სამეფოს მეგობართა კლუბების ერთერთი დამფუძნებელი.

მამუკა ტოროშელიძე
ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის „ერთობის ჯაჭვის“ დამფუძნებელი; გარემოს დაცვისა და ეკოლოგის ბაკალავრი. 2013-2017 წლებში საკონტრაქტო სამხედრო პირი, 2014 წლის ნატოს "აისაფის" სამშვიდობო მისიის მონაწილე ავღანეთში.
_edited_edited.jpg)
ნაილი ფერაძე
ფარმაცევტი, სამოქალაქო აქტივისტი, საბანკო-სამევახშეო, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ხმა ერისა გზა ხსნისა''-ს აჭარის განყოფილების ხელმძღვანელი.
_edited_edited_edited.jpg)
მამუკა თხელიძე
წარმატებული ექიმი, სამედიცინო კლინიკის თანამშრომელი; გაეროს ბავშვთა ფონდის დიდი პროექტის მონაწილე, კიევის მერიის ჯილდოს მფლობელი; დევნილი გაგრიდან.

გაიოზ მეტრეველი
მშენებელი ინჟინერი, აგუძერას ტექნიკური სასწავლებლის დირექტორი; სოხუმის სახლმმართველობისა და ლიხნის კოლმეურნეობის მთავარი ინჟინერი; ლენინგრადში მრავალი პროექტის ხელმძღვანელი; აფხაზეთის დაუმორჩილებლობის კომიტეტის ხელმძღვანელი, დევნილი გუდაუთიდან.

მამუკა მარგველანი
ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის “კავკასიის ხალხთა თანამეგობრობის” დამფუძნებელი, საერთაშაშორისო ურთიერთობათა ბაკალავრი, დევნილი სოხუმიდან.

დავით ახალაძე
სამოქალაქო აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასიის" თბილისისა და რუსთავის განყოფილების ხელმძღვანელი; ორკესტრის მუსიკოს-ინსტრუმენტალისტი.
_edited.jpg)