ქართველთა ერთობა 27
გააფერადე 27 არჩევნებზე
შენი ხმა იმარჯვებს!
პროგრამა
-
ისტორიული (1991-92 წლებისა) და თანამედროვე სამართლიანობის აღდგენა.
-
ევროპული, სკანდინავიური ტიპის სოციალური სახელმწიფო.
-
ნეპოტიზმის, ზოგადად კორუფციის აღმოფხვრა.
-
ქართული სოფლის აღორძინება, საოჯახო მეურნეობათა დახმარება, სოფლის მიმზიდველობის აღდგენა, სოფლის მეურნეობისა და საექსპორტო მრეწველობის განვითარება სახელმწიფოს ორგანიზებითა და მიზნობრივი დაფინანსებით.
-
საგანგებო ზრუნვა დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაზე და ემიგრაციის შენელებაზე, ახალგაზრდული პროექტების ფართო დაფინანსება.
-
აზარტული თამაშების დაწესებულებათა მოცილება დასახლებული პუნქტებიდან, აზარტომანიის შეზღუდვა.
-
პანკავკასიური პოლიტიკა, სოლიდარობა ჩრდ. კავკასიელებთან, წინსვლა აფხაზებთან, ოსებთან ურთიერთობაში, მხარდამჭერთა არსებული გუნდების მეშვეობით.
-
დევნილებისა და ვეტერანების პრობლემების მოგვარება, ფერეიდნელებისა და ემიგრანტების ღირსეული დაბრუნება.
-
განათლების ხარისხის რეალური და მკვეთრი გაუმჯობესება, მეცნიერებითა და პატრიოტიზმით.
-
მოსწავლისა და მასწავლებლისთვის მიმზიდველი სკოლა, აქტიური მეთოდები, წიგნის შეყვარება.
-
სპორტის, ხელოვნების, ტექნიკისა და სხვა უფასო წრეები, მრავალმხრივი აღზრდა-განვითარება.
-
პროფესიული განათლების დაკავშირება დასაქმებასთან, რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება.
-
განათლებისა და ჯანდაცვის საყოველთაო მისაწვდომობა, უცხოელთა მონაწილეობითაც; იაფი წამლები, პენსიონერთა სრული უფასო მკურნალობა.
-
ზრუნვა ქართულ ენასა და საქართველოს მაღალ თვითმყოფად კულტურაზე, სიწმიდეთა დაცვა.
-
ბანკების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი, მევახშეობისა და ერთადერთი საცხოვრებლიდან გამოსახლების აკრძალვა.
-
სახელმწიფო ბანკების დაარსება (სასოფლო და ინდუსტრიული), 0-2%-იანი მიზნობრივი სახელმწიფო სესხები.
-
ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვის შეჩერება.
-
მინიმალური პენსიისა და მინიმალური ხელფასის გატოლება პარლამენტარის ხელფასის 10 %-თან.
-
ფასების მნიშვნელოვანი შემცირება საწვავზე, ელექტროენერგიაზე.
გუნდი
ქართველთა ერთობა - 27 - საქმიანი პატრიოტიზმი: დარგების პროფესიონალები და საქართველოს პატრიოტები და არა პოლიტიკოსები, რომლებსაც არაფერი ღირებული არ შეუქმნიათ; ჩვენი დარბაზი - ეროვნული ხელისუფლების ის წევრები, რომლებიც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და ზოგადად ეროვნული საქმის ერთგულები დავრჩით; არ დავკავშირებივართ არც რუსებს, არც შევარდნაძეს, არც ნაცებსა და არც ქართულ ოცნებას; არ გავკარებივართ არც კორუფციულ სქემებს და არც არასერიოზულ მყვირალა აქციებს. ჩვენი მიზანი სერიოზული ქართული საქმის კეთებაა.
ჩვენ შესახებ
საარჩევნო სუბიექტ „ქართველთა ერთობა - 27“-ის უპირველესი ამოცანაა, დაჩქარებული ტემპით წინ წასწიოს დემოკრატიული, სამართლებრივი და ეკონომიკური რეფორმები, რაც შედეგად მოგვცემს შინაარსით ქართულ და სტანდარტებით ევროპულ, ძლიერი დემოკრატიის სამართლებრივ სახელმწიფოს, რათა შევქმნათ ქვეყნის მოქალაქეზე, ქართველ ადამიანზე ორიენტირებული თანამედროვე სახელმწიფო ბედნიერი მოსახლეობით. უკვე დღეს, და არა ხვალ, ჩვენი მიზანია, საქართველომ გაიმარჯვოს რუსეთთან ჭიდილში; რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებიდან, იგივე თავსმოხვეული კონფლიქტური სიტუაციებიდან, გამოვა როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, თავისუფალი და თანასწორი საზოგადოებით;
საქართველო საბოლოოდ ჩამოყალიბდება კავკასიის რეგიონში სამომავლო თუ მიმდინარე რუსული აგრესიის მდგრადი შეკავების შესაძლებლობის მქონე სახელმწიფოდ, განვითარებული და ძლიერი, დინამიკური დემოკრატიით, ღრმა დემოკრატიული ინსტიტუტებით, მსხვილი, კონკურენტუნარიანი, ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა-ბედნიერებაზე ორიენტირებული ეკონომიკით, რომელიც პროგრესირდება არა მხოლოდ აქამდე ცნობილ ტრადიციულ დარგებში, არამედ მაღალი ტექნოლოგიების სფეროშიც, სფეროებში, სადაც პერმანენტულად დაინერგება პლანეტარული მასშტაბის ინოვაციები. ვიბრძოლებთ თითოეული ქართველის უკეთესი პირობებისათვის!
ევროპულობა ჩვენთვის, უწინარეს ყოვლისა, ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკაა, როდესაც საკუთარ სამშობლოში მოქალაქეები ხდებიან აქციონერები, აღარ გვეყოლება დევნილები, უსახლკაროები, ღატაკები, უფლებააყრილი წევრები ჩვენი საზოგადოებისა, როდესაც ქვეყნის დოვლათი წყაროა თანასწორობისა და კეთილდღეობისა. ამგვარი შესაძლებლობები დეტალურადაა გაწერილი ჩვენს პროექტებსა და პროგრამებში. უკეთესი საქართველო რეალობაა, თუნდაც ამჟამინდელი ბიუჯეტის პირობებში!